ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის  პროექტის “იმუშავე საქართველოდან” ფარგლებში 27 აგვისტოდან 4 ოქტომბრის ჩათვლით სხვადასხვა ქვეყნის 800-მდე მოქალაქე დარეგისტრირდა.  პროექტის ფარგლებში,  ქვეყანას – სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, მაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტორები სტუმრობენ, რომელთა შერჩევის ერთ-ერთი საკვალიფიკაციო კრიტერიუმი საშუალო ყოველთვიური მინიმალური შემოსავალი – 2,000 აშშ დოლარია.  

“იმუშავე საქართველოდან” პროექტის ფარგლებში  საქართველოს უკვე ეწვია აშშ-ის, ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, უკრაინის, ახალი ზელანდიის, კანადის 83  მოქალაქე. ვიზიტორები საქართველოში ხანგძლივი პერიოდით დარჩებიან და დისტანციურად იმუშავებენ.

მიღებული აპლიკაციების კატეგორიების განაწილება შემდეგნაირია: 53% თვითდასაქმებული, 28% – სრულ განაკვეთზე დასაქმებული, ხოლო 19% – მეწარმე.“

პროექტის ფარგლებში რეგისტრირებული აპლიკანტები მოქალაქეობის მიხედვით 60-ზე მეტ სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენენ.

ტოპ ხუთეულში შემდეგი ქვეყნის მოქალაქეები მოხვდნენ:

o   რუსეთი – 28%

o   აშშ – 18%

o   ბელარუსი 6 %

o   დიდი ბრიტანეთი – 5%

o   უკრაინა – 5%

მიღებული განცხადებებიდან  უკვე დადასტურებულია 350-მდე დაინტერესებული პირის აპლიკაცია. არ დაკმაყოფილდა 80-მდე აპლიკაცია.

“იმუშავე საქართველოდან“ არის  ინოვაციური პროექტი,  რომელიც საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა კოვიდ პანდემიის დროს, რომ მოხდეს ტურიზმის ინდუსტრიის სტიმულირება და წახალისება.  ჩვენი მიზანია პროექტის ფარგლებში სტრატეგიული ქვეყნებიდან ძალიან უსაფრთხოდ  მოვიზიდოთ კიდევ უფრო მხარჯველუნარიანი ტურისტები, რომლებიც შედარებით გრძელი ვადით  იცხოვრებენ ჩვენს ქვეყანაში და დისტანციურად იმუშავებენ საქართველოდან. ძალიან მოკლე პერიოდში, დაახლოებით 1 თვეში 60-მდე ქვეყნის  800-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქის განაცხადი გვაქვს მიღებული, რომელიც საქართველოში ჩამოსვლის და დისტანციურად მუშაობის სურვილს გამოხატავს.

ეს პროქტი გათვლია მაღალმხარჯველუნარიან ტურისტებზე და არა რაოდენობაზე, ამიტომ კრიტერიუმების შერჩევისას ერთ-ერთი მთავარი პირობაა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ჰქონდეს თვეში მინიმუმ 2000 დოლარი  შემოსავალი, რომ განვიხილოთ აპლიკაცია.

 

ჩვენ ამ პროექტით ხელს ვუწყობთ უსაფრთხოდ ტურიზმის ამოქმედებას და კიდევ უფრო მეტი მხარჯველუნარიანი ტურისტის მოზიდვას. პროექტი მნიშვნელოვანია კერძო სექტორისთვის, მოხარული ვარ რომ ათობით სასტუმრო ჩაერთო კერძო საკარანტინო პროექტის ფორმატით, ეს დამატებითი სტიმულია კერძო სექტორისთვის. როგორც იცით უცხო ქვეყნის მოქალაქეები თავად ანაზღაურებენ საკარანტინო ხარჯებს. ძალიან პოზიტიურად შეფასდა ეს პროექტი საერთაშორიო მედიაში, „იმუშავე საქართველოდან“ პროექტის შესახებ სტატიები მომზადდა ისეთ გავლენიან გამოცემებში, როგორიცაა: New York Times, Forbes, Insider და სხვ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროექტი იყოს ცნობადი და შემოვიდეს მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების, რაც ჩვენს ეკონომიკას და კერძო სექტორს გააძლიერებს.“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

“იმუშავე საქართველოდან“  პროექტის ფარგლებში საქართველოში ჩამოსვლის მსურველები  https://stopcov.ge/-ზე წინასწარ სპეციალურ ფორმას ავსებენ  და დოკუმენტურად ადასტურებენ ქვეყანაში შემოსვლისთვის აუცილებელ პირობებს. გარდა ამისა, მათ საკუთარი სახსრებით სრულად უნდა უზრუნველყონ 8-დღიანი კარანტინის გავლა და ტესტირება. (შესავსები ფორმის ბმული: https://registration.gov.ge/pub/form/20/ydrv71/)