საქართველოში 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის დეკემბერში, 2017 წლის დეკემბერთან შედარებით, 0.1%-ით გაიზარდა. Policy and Management Consulting Group-ის (PMCG) ინფორმაციით, ამ ტიპის სასტუმროებში ფასები ყველაზე მეტად აჭარაში და სამეგრელო-ზემო სვანეთში გაიზარდა. თბილისში, 2018 წლის დეკემბერში, 2017 წლის დეკემბერთან შედარებით, 3, 4 და 5* სასტუმროების ფასები 14.7%-ით შემცირდა. საქართველოში საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 2018 წლის დეკემბერში, 2017 წლის დეკემბერთან შედარებით, 8.1%-ით გაიზარდა. რეგიონების მიხედვით, ფასები ყველაზე მეტად სამცხე-ჯავახეთში და მცხეთა-მთიანეთში გაიზარდა. მოცემულ პერიოდში, თბილისში, საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასების ზრდამ 9% შეადგინა.