გერმანიიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჟურნალისტებს და მარკეტინგული სააგენტოს “Kleber Group” წარმომადგენელს უმასპინძლა.
პრეს ტურის ფარგლებში ჟუნალისტები საქართველოში ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ.
ტურის ფარგლებში ჟურნალისტები ეწვევნენ თბილისს, უფლისციხეს და იმოგზაურეს რაჭის რეგიონში. ისინი გაეცნენ ადგილობრივ კულტურასა და გასტრონომიას, დააგემოვნეს ქართულ ღვინო.
ტურის ფარგლებში საქართველოს შესახებ სტატიები დაიბეჭდება ისეთ გამოცემებში, როგორიცაა; Funke Mediengruppe, Frankfurter Rundschau, Nürnberger Nachrichten, ADAC Travel Magazin, Smokers Club & Genussmaenner.de, Mortimer Reisemagazin, Augsburger Allgemeine.