საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში ამ დროისათვის 65 საჰაერო ხომალდი ირიცხება, საიდანაც რეესტრი ყველაზე ბოლო Georgian Airways-ის Boeing 767-300-ია, რომლით ოპერირებაც ავიაკომპანიამ რამდენიმე კვირის უკან დაიწყო. 2024 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე რეესტრი სულ 10 ბორტი დაემატა, ესენია Airline Geo Sky-ის Boeing 737-300, Tbilisi Airways-ის Boeing 737-300, Myway Airlines-ის Boeing 777-200, Georgian Airlines-ის Boeing 767-300, Georgian Airways-ის BD 700-1A10, Georgian Airways-ის Boeing 767-300, Aviation University-ს Tecnam P2002 P-Mentor, Aviation University-ს P2008JC, Aviation University-ს P2008JC, გელა მღებრიშვილი,ირაკლი კაპანაძე, გიორგი ბასილაძე – Aeroprakt A-22LS.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, კერძო მფლობელობაში სულ 25 საჰაერო ხომალდია, ხოლო 40 ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატს ქართული კომპანია ფლობს.
რეესტრში მდგომი 65 საჰაერო ხომალდიდან ყველაზე ხანდაზმული 1966 წელს გამოშვებული Cessna 182J-ია, რომლის მფლობელიც ავიაკომპანია ServiceAir-ია. Cessna 182J ქართულ რეესტრში 2004 წლის ივლისიდან ირიცხება.
რაც შეეხება ყველაზე ახალ საჰაერო ხომალდებს, რეესტრში 2024 წელს გამოშვებულები Tecnam P2002 P-Mentor-ია, რომლის მფლობელიც Aviation University-ა.
PS. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საიტზე სახელმწიფო რეესტრის ბოლოს განახლება 1-ელი ივლისითაა დათარიღებული.