“საქაერონავიგაციის” მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-მაისში საქართველოს საჰაერო სივრცეში შესრულდა 57 919 ინსტრუმენტალური ფრენა, რაც 5 500 ფრენით, ანუ 10.5%-ით მეტია ვიდრე 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში.
5 თვეში შესრულებული გადაფრენების რიცხვი 41 925 ფრენას შეადგენს (+2 246 ფრენა, ანუ 5.7%), აფრენა-დაფრენის რაოდენობა კი 15 994-ია (+3 254 ფრენა, ანუ 25.5%).
საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენი დისტანცია იანვრიდან მაისის ჩათვლით 16 385 340 კმ-ია, მაჩვენებელი 32 454 კმ-ით და 0,2%-ით ნაკლებია გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე.
საქართველოს საჰაერო სივრცეს ტრანზიტული გადაადგილებისთვის ყველაზე ხშირად TURKISH AIRLINES INC, QATAR AIRWAYS, THAI AIRWAYS INTERNATIONAL LTD, AZERBAIJAN AIRLINES – AZAL, SINGAPORE AIRLINES Ltd იყენებენ. საქართველოს აეროპორტებში აფრენა-დაფრენის ტოპ მომხმარებლად 2017 წელს, ისევ GEORGIAN AIRWAYS, TURKISH AIRLINES, WIZZ AIR, UKRAINE AIRLINES დაფიქსირდნენ.