2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს საჰაერო სივრცის 26,26%-ით ნაკლები გამოყენება (ერთეული გადაფრენა) დაფიქსირდა, ვიდრე პანდემიამდე არსებულ პერიოდში.
როგორც AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ, 2022 წლის იანვარ-აპრილის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცის 31 511 -ჯერ გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა, რაც 50,48%-ით მეტია 2021 წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებლებთან შედარებით, ხოლო 8,16%-ით ნაკლები 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2019 წლის ოთხ თვეში საქართველოს საჰაერო სივრცეში 42 734 გადაფრენა განხორციელდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 34 312 გადაფრენა. რაც შეეხება 2021 წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებლებს, საანგარიშო პერიოდში საქართველოს საჰაერო სივრცის (ერთეული გადაფრენა) 20 940-ჯერ გამოყენებაა დაფიქსირებული.