2022 წლის იანვარ-აპრილში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 3%-ით შემცირდა.

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის ოთხ თვეში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 5 901,256 ტონა შეადგინა, 2021 წლის იანვარ-აპრილში კი 6 096,489 ტონა.

შესაბამისად კლება 3,20%-ია.

2022 წლის იანვარ-აპრილში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2019 წლის იანვარ-აპრილში გატარებულ ტვირთნაკადთან შედარებით კლება 16,90%-ა. 2019 წლის იანვარ-აპრილში აეროპორტი 7 101,153 ტონა ტვირთს მოემსახურა.

2020 წლის იანვარ-აპრილში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 4 849,520 ტონა ტვირთი გაატარა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2022 წლის იანვარ-აპრილში 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტვირთბრუნვის 21,69%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.