2021 წლის თებერვალში საქართველოს საჰაერო სივრცეში 61%-ით ნაკლები გადაფრენა განხორციელდა.
როგორც AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ, 2021 წლის თებერვალში საქართველოს საჰაერო სივრცის 4 426-ჯერ გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა, რაც 60,60%-ით ნაკლებია 2020 წლის თებერვლის მაჩვენებლებთან შედარებით, ხოლო 59,34%-ით ნაკლები 2019 წლის თებერვლის მაჩვენებლებთან.
2019 წლის თებერვალში საქართველოს საჰაერო სივრცეში 10 886 გადაფრენა განხორციელდა, 2020 წლის თებერვალში – 11 233, ხოლო 2021 წლის თებერვალში კი 4 426 გადაფრენა.