2023 წლის იანვარ-თებერვალში მონაცემებით საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე შესრულებული ფრენების მიხედვით ლიდერი ავიაკომპანია Geo Sky-ა.
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2023 წლის ორ თვეში ქართულმა სატვირთო ავიაკომპანია Geo Sky-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყველაზე მეტი, 47 სატვირთო რეისი შეასრულა.
შესრულებული რეისების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიების რეიტინგში მეორე პოზიციაზეა ასევე ქართული სატვირთო კომპანია Georgian Airlines-ი, რომელმაც საანგარიშო პერიოდში 38 რეისი განახორციელა.
შესრულებული რეისების რაოდენობის მიხედვით მესამე პოზიციაზე თურქული ავიაკომპანია Turkish Cargo, რომელმაც იანვარ-თებერვალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 20 რეისი განახორციელა.
რეიტინგში მეოთხე პოზიციაზე კი ესტონური სატვირთო ავიაკომპანია Airest-ია, რომელიც საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე იანვარ-თებერვალში 16 რეისს მოემსახურა.
განხორციელებული სატვირთო რეისების მხრივ მეხუთე ადგილზე ორი ავიაკომპანიაა: Cargolux Airlines-ი და Swiftair-ი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით იანვარ-თებერვალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 8-8 სატვირთო რეისს მოემსახურნენ.
საგულისხმოა ისიც, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.