უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია SkyUp Airlines-მა შეძლო ევროპაში სამუშაოს პოვნა, რადგან 2022 წლის აპრილიდან მან უცხოურ ავიაკომპანიებზე თავისი თვითმფრინავების იჯარით გაცემა დაიწყო, ამის შესახებ Forbes.ua-ს ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დიმიტრი სეროუხოვმა განუცხადა.

მისი თქმით, SkyUp Airlines-ის პირველი კლიენტები იყვნენ Air Moldova და Corendon Airlines. ამის შემდეგ კი SkyUp Airlines-ის ლაინერების იჯარით აღება დაიწყეს Wizz Air-მა, Freebird Airlines-მა, Tailwind Airlines-მა, Air Albania-მ, SmartWings-მა. სულ საუბარია დაახლოებით 10 ავიაკომპანიაზე.

„ჩვენ სხვადასხვანაირად შევთანხმდით, მაგრამ ფასმა ითამაშა როლი. აპრიორი, ჩვენ არ შეგვიძლია შემოგთავაზოთ იგივე ფასი, როგორც ევროპულ ავიაგადამზიდავს, რადგან ევროპისთვის ჩვენ ვართ ავიაკომპანია მესამე ქვეყნიდან“, – განაცხადა სეროუხოვმა.

მანვე განმარტა, რომ ფასდაკლება დამატებითი ბიუროკრატიის გამო უნდა განხორციელდეს. ვინაიდან SkyUp Airlines-ი არის უკრაინიდან, ევროპულ ავიაკომპანიებს ცალ-ცალკე უწევდათ უკრაინული თვითმფრინავების იჯარის კოორდინაცია მათი ქვეყნების საავიაციო ორგანოებთან.

მეორე ფაქტორი, რამაც SkyUp Airlines-ს საშუალება მისცა ეპოვა სამუშაო თავისი თვითმფრინავებისთვის და ეკიპაჟებისთვის, იყო ევროპულ ბაზარზე ტრაფიკის აქტიური ზრდის გამო  საჰაერო ხომალდების დეფიციტი.

„ევროკავშირში COVID-შეზღუდვების მოხსნის გამო, დიდი მოთხოვნა იყო. და იმუშავა. არავინ იყო მზად ამ ზრდისთვის: არც გადამზიდავები, არც აეროპორტები, არც ოპერატორები და არც ტუროპერატორები. ეს ვითარება დაგვეხმარა ბაზარზე შესვლაში“, – განმარტა სეროხოვმა.

ახლა SkyUp Airlines-ის ფლოტი შედგება 12 ერთეული Boeing 737-გან. აქედან, Flightradar24-ის მიხედვით, 10 თვითმფრინავი დაფრინავს: რვა თვითმფრინავი დაფრინავს ევროპაში, ორი – სუდანში.