საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანის ვახტანგ ჭარაიას ინიციატივით და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის თანხმობით, მოცემულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების მთავარ პუნქტებს შორისაა გამოცდილების გაზიარება და სსუ სტუდენტებისათვის საქსტატის შესაბამის დეპარტამენტებში სამუშაო პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა.

საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ, სსუ სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით გამართულ საჯარო ლექციაზე მსმენელებს საჯარო ლექციის ფორმატში გააცნო მათი მუშაობის სპეციფიკა, საქსტატის ახალი პროდუქტები და დასახული გეგმები მომდევნო წლებისთვი. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა აგრეთვე დაათვალიერეს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, სამეცნიერო-პრაქტიკული ლაბორატორიები, საფრენი სიმულატორები და სტუდენტების მიერ შექმნილი საავიაციო თემატიკის პროტოტიპები.