საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანის ვახტანგ ჭარაიას ინიციატივით საჯარო ლექციით თურქეთის ელჩი, ქალბატონი ფატმა ჯერენ იაზგანი ეწვია. მან სტუდენტებს საავიაციო სფეროში თურქეთის გამოცდილება, თურქულ საგრანტრო და სასტიპენდიო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობები და ქართულ-თურქული თანამშრომლობის დეტალები გააცნო.
თურქეთის ელჩთან შეხვედრას ადგილობრივი სტუდენტების გარდა ესწრებოდნენ უნივერსიტეტის უცხოელი სტუდენტებიც: ჩინეთიდან, ინდოეთიდან, პაკისტანიდან, ეგვიპტიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან.
ქალბატონმა ჯერენ იოზგანმა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს სრული მხარდაჭერა აღუთქვა, მათ შორის თურქული ავიახაზების (პეფასუსი, ატლასგლობალი, თურქეთის ავიახაზები) წარმომადგენლებთან და თურქეთის შესაბამისი პროფილის უნივერსიტეტებთან შუამდგომლობის, აგრეთვე ინფოტურების ორგანიზების და სხვა საკითხების ჭრილში.