საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მოყვარული პილოტის კურსზე (PPL).

როგორც სსუ-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, იმისათვის, რომ მსურველმა მოყვარული პილოტის მომზადების კურსი გაიაროს უნდა იყოს მინიმუმ 16 წლის.

მსურველს მოეთხოვება ასევე პილოტის 1 ან მე-2 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის ქონა.

კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 3-6 თვეს.

საფრენი მომზადების დაწყებამდე სტუდენტებმა უნდა გაიარონ 130-საათიანი თეორიული სალექციო კურსი. საფრენოსნო მომზადება შედგება მინიმუმ 45 საფრენი საათისგან.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდს: https://ssu.edu.ge/%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a7%e1%83%95…/

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 10 ნოემბერი.

რეგისტრაციისთვის ან/და დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: a.dosmishvili@ssu.edu.ge / +(995) 555 280 289 (ანა დოსმიშვილი).