2021 წლის სექტემბერში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მსოფლიოში საჰაერო ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 9,1%-ით გაიზარდა, ნათქვამია საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) პრესრელიზში. 

აგვისტოში ანალოგიური მაჩვენებლების ზრდამ 7,5%-ი შეადგინა.

2021 წლის სექტემბერში 2020 წლის სექტემბერთან შედარებით ანალოგიური ინდიკატორის ზრდა 15.1%-ით არის შეფასებული.

IATA-ს ხელმძღვანელის უილი უოლშის განმარტებით, საჰაერო ტვირთების უპირატესობა არის მიწოდების ჯაჭვის მთლიანობა. მწარმოებლები საჰაერო გზით ტვირთების გადაადგილებას მისი ჩქარი გადაადგილების გამო მიმართავენ. თუმცაღა მისი აზრით, გარკვეული შეზღუდვები კვლავ ზღუდავს საჰაერო ტვირთების გადაზიდვების მოცულობას. თუ ეს პრობლემები არ მოგვარდება, უოლშის თქმით, მიწოდების ჯაჭვის შეფერხებამ შეიძლება პანდემიის ფონზე ეკონომიკური აღდგენა შეანელოს.

იმავდროულად, სექტემბერში სამგზავრო გადაზიდვები 53,4%-ითაა შემცირებული კრიზისამდელ დონესთან შედარებით (2019 წლის სექტემბერი), აგვისტოში 56%-იანი ვარდნის შემცირების ფონზე. სექტემბერში საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო გადაზიდვების მოცულობა 2019 წლის სექტემბერთან შედარებით 69,2%-ით შემცირდა, შიდა – 24,3%-ით.

IATA-ს მონაცემებით, ყველაზე დიდი ვარდნა კრიზისამდელ მაჩვენებლებთან შედარებით დაფიქსირდა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში (-69%) და ახლო აღმოსავლეთში (-65,9%). კლებამ აფრიკაში 61,4% შეადგინა, ევროპაში კი 50,3%, ხოლო ლათინური ამერიკის ქვეყნებში 39,4%. ყველაზე მცირე კლება ჩრდილოეთ ამერიკაში დაფიქსირდა – 30,5%-ი.

IATA-ს სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, სექტემბერში საჰაერო ტვირთების მოცულობამ ყველაზე ძლიერი ზრდა 2019 წლის “არაკოვიდურ” სექტემბერთან შედარებით აფრიკაში (32.8%), ჩრდილოეთ ამერიკაში (22.6%) და ახლო აღმოსავლეთში (17.6%) დაფიქსირდა. ევროპაში ზრდა უფრო ზომიერი 5,9%-იაბუ იყო, 5,9%-ით. სამაგიეროდ კლება დაფიქსირდა ლათინური ამერიკის ქვეყნებში და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. (შესაბამისად – 15,7% და – 0,2%)