საქართველოს მთავრობა 2021 წლის თებერვლიდან ავიამიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვის მოხსნას გეგმავს. როგორც დღეს ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ  განაცხადა, საავიაციო დარგში ინფრასტრუქტურის სამუშაოები არ შეჩერებულა. 

“დასრულების ფაზაშია ქუთაისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გაფართოების პროგრამა და უკვე თებერვლიდან ჩვენ ვგეგმავთ გავაუქმოთ ყველა შეზღუდვა საერთაშორისო ფრენებზე და ეს განახლებული ინფრასტრუქტურა უმასპინძლებს ჩვენს სტუმრებს და მოემსახურება საქართველოს მოქალაქეებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.