ბულგარეთის ტერიტორიაზე საქართველო მოქალაქეებს შესვლა თავისუფლად შეუძლიათ. როგორც ბულგარეთი საქართველოს საელჩოში განმარტავენ, საქართველო შეყვანილია იმ ქვეყნების სიაში, რომლის მოქალაქეებსაც შეუძლიათ შესვლა ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

“ბულგარეთის რესპუბლიკაში საგანგებო ეპიდემიური მდგომარეობა გახანგრძლივდა 2020 წლის სექტემბრის ბოლომდე! შესაბამისად, შენარჩუნდა არსებული შეზღუდვები.

✅ ბულგარეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს ბრძანების თანახმად, საქართველო შეყვანილია იმ ქვეყნების სიაში, რომლის მოქალაქეებსაც შეუძლიათ შემოსვლა ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
აღნიშნული ბრძანება მოქმედებს 2020 წლის 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე.

⭕️ ევროკავშირის წევრი და შენგენის სივრცის წევრი სახელმწიფოებიდან საქართველოს მიმართულებით მგზავრ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ ბულგარეთის ტერიტორიაზე შესვლაც და მისი ტრანზიტულად გავლაც. აგრეთვე, პირდაპირ საქართველოდან მომავალ საქართველოს მოქალაქეებსაც შეუძლიათ ბულგარეთში შემოსვლა. აღნიშნულ პირებს კარანტინი/თვითიზოლაცია არ მოუწევთ!

მესამე ქვეყნებიდან/ის გავლით (საქართველოსა და ევროკავშირი/შენგენის სივრცის ქვეყნების გარდა) მომავალმა საქართველოს მოქალაქეებმა, ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსასვლელად, უნდა წარმოადგინონ COVID (PCR) ტესტის უარყოფითი შედეგის მაჩვენებელი სერტიფიკატი. აღნიშნული ტესტი უნდა იყოს გაკეთებული ქვეყანაში შემოსვლის მომენტისთვის ბოლო 72 საათის განმავლობაში”, აღნიშნულია ბულგარეთში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

დღეისათვის საქართველოსა და ბულგარეთს შორის პირდაპირი მიმოსვლა მხოლოდ საზღვაო გზით ხდება.  ბათუმსა და ბურგასს ორის ბორანი კვირაში ერთი სიხშირით ასრულებს რეისს.