ბულგარეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის 2022 წლის 28 იანვრის ბრძანების თანახმად, 2022 წლის 1 თებერვლიდან იცვლება ქვეყანაში შემოსვლის რეგულაციები. ??
?საქართველოდან მომავალ პირებს შეეძლებათ ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოსვლა შემდეგი დოკუმენტებიდან ერთ-ერთის წარდგენის შემთხვევაში:
✔️ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი სერტიფიკატი;
✔️COVOD-19-ის გადატანის დამადასტურებელი დოკუმენტი;
✔️ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტი, ნეგატიური შედეგით.
?ბულგარეთის რესპუბლიკის ტრანზიტულად გავლა ნებადართულია თავისუფლად, ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების (არც ერთი მათგანი) წარდგენის მოთხოვნის გარეშე.












