ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი ავსტრიაში მყოფი, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, დღეს 1-ელ მაისს ჩარტერულ რეისს განახორციელებს.
ვენა-თბილისის სპეცრეისით, საქართველოში ავსტრიაში მყოფი და ასევე ვენაში ტრანზიტულად მყოფი საქართველოს ასამდე მოქალაქე დაბრუნდება. მგზავრთა შორის არიან საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეები, ხანდაზმული პირები, სტუდენტები და ორსული ქალბატონი.
Myway Airlines-ის კუთვნილი ბოინგი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 16:30 საათზე გაფრინდება, საქართველოში კი 00:15 საათზე დაბრუნდება.
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მორიგ სპეციალურ რეისს, ავიაკომპანია თვითღირებულებით ასრულებს.
საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირების პროცესში, Myway Airlines-ი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით ხელმღვანელობს .ინფექციების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, თვითმფრინავში, მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით, ხომალდის ეკიპაჟი კი შემოსილი იქნება სპეციალური აღჭურვილობით.
მგზავრებს თბილისის აეროპორტში ჩაუტარდათ, შემოწმება რის შემდეგაც, ყველა მგზავრი, გაივლის 14-დღიან სავალდებულო კარანტინს.