თურქული ავიაკომპანიების Turkish Airlines-ისა და Pegasus Airlines-ის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განრიგები ცნობილია. ირკვევა, რომ Turkish Airlines-ი სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე ოპერირებას კვირაში 28 სიხშირით მოახდენს, ხოლო 13 ივნისიდან სიხშირეების რაოდენობას კვირაში 35 სიხშირემდე გაზრდის.
სტამბოლი-ბათუმი-სტამბოლის მიმართულებაზე კი ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია საწყის ეტაპზე კვირაში 7 სიხშირით, ხოლო ტურისტულ სეზონზე კი კვირაში 12 სიხშირით განახორციელებს რეისებს.
რაც შეეხება Pegasus Airlines-ს, ის სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე ოპერირებას კვირაში 15 სიხშირით განახორციელებს. ავიაკომპანია 3 მაისიდან დაიწყებს ასევე ბოდრუმი-თბილისი-ბოდრუმის მიმართულებაზე რეისების განხორციელებას, კვირაში 2 სიხშირით. 16 მაისიდან კი Pegasus Airlines-ი ანტალია-თბილისი-ანტალიის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში 4 სიხშირით განახორციელებს.
სტამბოლი-ბათუმი-სტამბოლის მიმართულებაზე Pegasus Airlines-ი ფრენებს კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს.