თურქეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მუშაობს რუსეთის და უკრაინის მთავრობებთან თავისი ორი სამხედრო თვითმფრინავის შენარჩუნებასა და დაბრუნებაზე, რომლებიც კიევის ბორისპოლის აეროპორტში არიან ჩარჩენილები.

ირკვევა, რომ ორივე  Airbus A400M, კონფლიქტის დაწყებისას კიევში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით ჩაფრინდა. ორივე ხომალდის ეკიპაჟის წევრები კი უკრაინაში თურქეთის საელჩოში იმყოფებიან.