საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველი ქალი მფრინავი ავიაკომპანია Georgian Airways-შია დასაქმებული.
29 წლის ნადია ბენკლიანს ინფორმაციას USAID/Georgia უძღვნის, სადაც აღნიშნულია, რომ მას მიზნისა და წარმატების მისაღწევად ავიაციაში შრომა და ბრძოლა ნადიას სხვებზე მეტი დასჭირდა, იმიტომ, რომ ქალი იყო.
“#DayOfTheGirl – როცა გოგონებისთვის ვქმნით უსაფრთხო და კარგ გარემოს, ვეხმარებით მათ გახდნენ ლიდერები, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საზოგადოების განვითარებაში. ვამაყობთ, რომ საქართველოში ხელს ვუწყობთ გოგონებს გახდნენ სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები, მეწარმეები, საჯარო მოხელეები, სამხედრო ოფიცრები, სპორტსმენები და მფრინავებიც კი.
29 წლის ნადია ბენკლიანი საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველი ქალი მფრინავია.
მიზნისა და წარმატების მისაღწევად ავიაციაში შრომა და ბრძოლა ნადიას სხვებზე მეტი დასჭირდა, იმიტომ, რომ ქალი იყო.
„ფრენის განცდების გადმოცემა ძალიან რთულია, იმდენ რამეს გრძნობ – პასუხიმგებლობას, საკუთარი თავის რწმენას, სიამაყისა და ბედნიერების განცდას. განსაკუთრებით სასიამოვნო და საპასუხისმგებლოა, როცა თვითმფრინავს უშუალოდ შენ მართავ“. წარმატებულად განხორციელებული პროცესი გარწმუნებს იმაში, რომ შენ შეძელი და სწორი არჩევანი გაგიკეთებია, მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა“, ამბობს ნადია”, აღნიშნულია USAID/Georgia-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.