2023 წლის II კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 10.3 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობა 16.7 მლნ. ტონა-კილომეტრია. წლიურ ჭრილში შემცირდა როგორც გადატანილი ტვირთის (92.9%-ით), ასევე ტვირთბრუნვის (93.9%-ით) მოცულობა.
2023 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთის ნაკადის მოცულობამ 4.6 ათასი ტონა შეადგინა. აქედან 87% მიღებული ტვირთია, ხოლო 13% – გაგზავნილი.
2023 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.2 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 54.5%-ით ნაკლებია გასული წლის შებამისი პერიოდის მაჩვენებელზე.