საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიების პროცენტული წილების მიხედვით, 2020 წლის 3 თვის მონაცემებით, Wizz Air-ი ლიდერობს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ბაზრის 24%-იან წილს ფლობს. რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

ავიაკომპანია Wizz Air Hungary – 170 759 მგზავრი 24%;
ავიაკომპანია Turkish Airlines – 86 562 მგზავრი 12%;
ავიაკომპანია Belavia – 39 858 მგზავრი 6%;
ავიაკომპანია Georgian Airways – 38 262 მგზავრი 5%;
ავიაკომპანია Pegasus – 36 050 მგზავრი 5%.