საქართველოში შესაძლოა ყაზახური “ლოუკოსტერი” FlyArystan შემოვიდეს. ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ყაზახეთის პრემიერ მინისტრის მოადგილესთან ავიაკომპანიის ქართულ ბაზარზე შემოსვლის საკითხის განხილვა უკვე დაიწყო.
„ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე მიღებული იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის საქართველოში შემოყვანის თაობაზე”, – განაცხადა ნათია თურნავამ ყაზახეთის პრემიერ მინისტრის მოადგილე ჟენის კასიმბეკთან შეხვედრის შემდეგ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ყაზახურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია FlyArystan-ს სურვილი აქვს, შემოვიდეს ქართულ ბაზარზე.
მინისტრის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომლის განხილვაც ყაზახეთის მხარესთან დაიწყო.
“ალბათ მალე მივალთ პოზიტიურ გადაწყვეტილებამდე, არის ფრენების დივერსიფიკაცია. ჩვენც ასევე დაინტერესებულები ვართ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ასეთი ტიპის ფრენებს ემსახურება, უფრო მეტად დავტვირთოთ. ვფიქრობთ, რომ ძალიან მიღებული იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება ყაზახური ავიაკომპანიის საქართველოში შემოყვანის თაობაზე”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
FlyArystan-ი პირველი ყაზახური ავიაკომპანიაა, რომელიც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების სეგმენტში იმუშავებს. Air Astana-ს შვილობილი ავიაკომპანია რეგულარული ავიარეისების შესრულებას 2019 წლის 1-ელი მაისიდან შეუდგება. ავიაკომპანიის პარკი ამ დროისათვის მხოლოდ ერთ Airbus A320-ს აერთიანებს. 2022 წლის გეგმების მიხედვით კი FlyArystan-ს ავიაპარკში ოთხი ერთეული Airbus A320 იქნება.
FlyArystan-ი 2018 წელს შექმნილი ავიაკომპანაა, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის ბრძანებით დაფუძნდა.