საქართველოს ავიაბაზარზე შესაძლოა ესპანური ავიაკომპანია Plus Ultra Líneas Aéreas-ი და პორტუგალიური Hi Fly შემოვიდნენ. როგორც „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძე განმარტავს, Plus Ultra Líneas Aéreas-ი ფრენებს მადრიდიდან თბილისის მიმართულებით განიხილავს, ხოლო Hi Fly კი ლისაბონიდან თბილისის მიმართულებით.
„ვესაუბრებით Plus Ultra Líneas Aéreas-ს მადრიდის მიმართულებაზე და ასევე ვესაუბრებით Hi Fly-ს ლისაბონის მიმართულებაზე. ვფიქრობთ, რომ ქართველი მომხმარებლისთვის და არამარტო, ეს იქნება ძალიან სასიხარულო თუ კი აღნიშნული ავიაკომპანიები ზაფხულის სეზონზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შემოვლენ“, განაცხადა თეა ზაქარაძემ.