ავიაკომპანია UVT Aero-მ დაანონსებულ პერმი-ბათუმის მიმართულებაზე უარი თქვა. როგორც რუსული მედია წერს, ავიაკომპანია მიმდინარე წელს აღარ აპირებს პერმიდან ბათუმისა და გელენჯიკის მიმართულებით განახორციელოს ფრენები.

თუ რატომ გადაიფიქრა ავიაკომპანიამ აღნიშნულ მიმართულებაზე ოპერირება არ კონკრეტდება.

სტატისტიკური ინფორმაციით, UVT Aero პერმი-ბათუმის მიმართულებაზე 2018 წელს ოპერირებდა და ამ ხნის განმავლობაში მთლიანობაში 2 ათასამდე მგზავრს მოემსახურა.