საქართველოს ავიაბაზარზე მალე ახალი მოთამაშე გამოჩნდება. ყაზახეთიდან საქართველოს მიმართულებით ავიარეისებს Qazaq Air-ი გეგმავს. ავიაკომპანიას საერთაშორისო ავიარეისების განხორციელების უფლება ყაზახეთის სამოქალაქო ავიაციის უწყებამ უკვე მისცა.

იმ საერთაშორისო მიმართულებებს შორის, სადაც სამომავლოდ Qazaq Air-ი გეგმავს ოპერირებას თბილისიცაა. უფრო კონკრეტულად Qazaq Air-ი თბილისის მიმართულებით ფრენებს აქთაუდან და ატირაუდან გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია Qazaq Air-ი 2015 წლის აპრილში დარეგისტრირდა. ავიაკომპანიის 100%-იანი წილი SOVEREIGN WEALTH FUND “SAMRUK-KAZYNA”-ის საკუთრებაა.

Qazaq Air-ი ოპერირებას მხოლოდ Bombardier-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით ახდენს.