უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები FlyUIA თბილისიდან ევროპის სხვადასხვა ქალაქების მიმართულებით ფასდაკლების აქციას აცხადებს. აქციის ფარგლებში ავიაბილეთების შეძენაც და მოგზაურობაც 5 აპრილამდე უნდა განხორციელდეს. FlyUIA-ს ფასდაკლების აქცია შეეხება პარიზის, ფრანკფურტის, ლონდონისა და მიუნხენის მიმართულებებს.

აქციის პირობების მიხედვით, თბილისი-პარიზის მიმართულებაზე (ორმხრივი) ავიაბილეთის ფასი B-კლასზე 220 ევროდანაა, X-კლასზე 290 ევროდან, ხოლო N-კლასზე 300 ევროდან.

თბილისი-ფრანკურტის მიმართულებაზე ორმხრივი ავიაბილეთების ფასი ასეთია: B-კლასი – 235 ევროდან, ხოლო X-კლასის ავიაბილეთი 275 ევროდან.

თბილისი-ლონდონის მიმართულებაზე ავიაბილეთის (ორმხრივი) ფასებია: B-კლასი 255 ევროდან, X-კლასი 295 ევროდან, ხოლო N-კლასი 335 ევროდან.

თბილისი-მიუნხენის მიმართულებაზე ორმხრივი ავიაბილეთების ფასებია: B-კლასზე 220 ევროდან, X-კლასზე 260 ევროდან, ხოლო N-კლასზე 300 ევროდან.

FlyUIA-ს ფასდაკლების აქცია ეხება ასევე ცალმხრივ ავიაბილეთებსაც. უფრო კონკრეტულად თბილისი-პარიზის (ერთი გზა) ავიაბილეთის ფასი N-კლასზე 163 ევროდანაა, თბილისი-ფრანკფურტის (ერთი გზა) მიმართულებაზე ავიაბილეთის ფასი X-კლასზე 149 ევროდანაა, თბილისი-ლონდონის (ერთი გზა) ავიაბილეთის ფასი N-კლასზე 150 ევროდან, ხოლო თბილისი-მიუნხენის მიმართულებაზე (ერთი გზა) ავიაბილეთის ფასი  N-კლასზე 146 ევროდან ღირს.

აღნიშნული ფასები მოიცავს აეროპორტის მოსაკრებელს

FlyUIA-ს ფასდაკლების  აქცია შეეხება ასევე თბილისი-ნიუ-იორკის მიმართულებასაც, სადაც ორმხრივი ავიაბილეთის ფასი 400 ევროდანაა, ხოლო თბილისი-ტორონტოს მიმართულებაზე ორმხრივი ავიაბილეთი 550 ევროდან ღირს.

აქციის ფარგლებში ნიუ-იორკისა და ტორონტოს მიმართულებებზე ბილეთების შეძენა 17 მარტამდე უნდა მოხდეს, ხოლო მოგზაურობა 2019 წლის 1-ელი ნოემბრიდან 2020 წლის 1-ელ თებერვლამდე პერიოდში უნდა დაიგეგმოს. ფასდაკლების აქცია არ ეხება 2019 წლის 20 დეკემბრიდან 2020 წლის 15 იანვრამდე პერიოდში დაგეგმილ ფრენებს.