საქართველოს ავიაბაზარზე ავიაკომპანიები Air Italy-სა და Scandinavian Airlines-ის (SAS) შემოსვლა განიხილება.

როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველ კომპანია “ტავ ჯორჯიაში” აცხადებენ, საქართველოს საავიაციო ბაზარზე შექმნილი ვითარების ფონზე, “ტავ ჯორჯიასა” და “ტავ ჰოლდინგის” მარკეტინგის გუნდი აქტიურად აწარმოებს ერთობლივ მოლაპარაკებებს ახალ ავიაკომპანიებთან. თბილისი, როგორც ახალი მიმართულება უკვე შეთავაზებულ იქნა რამდენიმე ევროპული ავიაკომპანიისთვის. ამ ეტპაზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების დაწყებით ორი ევროპული ავიაკომპანია, Air Italy და Scandinavian Airlines (SAS) დაინტერესდნენ.