3 ივლისს ევროპაში ერთ-ერთმა ყველაზე სწრაფად მზარდმა, საქართველოს წამყვანმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა საქართველოში მე-2 მილიონე მგზავრის ჩამოსვლა აღნიშნა. იღბლიანი მეორმილიონე მგზავრისთვის, რომელიც საქართველოში დორტმუნდი-ქუთაისის რეისს ჩამოყვა, დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა საზეიმო დახვედრა. „საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ სტუმარს სიმბოლურად ქართული ღვინო და ტკბილეული გადასცა, Wizz Air-სგან კი 200-ევროს ღირებულების ვაუჩერი მიიღო.

Wizz Air-მა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2012 წელს დაიწყო. პირველი რეისის შემდეგ, რომელიც ვარშავის მიმართულებით დაინიშნა Wizz Air-ი მუდმივად აფართოებს თავის სამუშაო არეალს, ქართველ და ევროპელ მომხმარებელს სთავაზობს ხელმისაწვდომ ფასებსა და ახალ შესაძლებლობებს, აახლოვებს მათ საქართველოსთან. 2018 წელს Wizz Air-მა 650,000-მდე მგზავრს უმასპინძლა ევროპის სხვადასხვა ქვეყნაში ქუთაისიდან და ქუთაისამდე.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის ბაზაზე ორი ახალი ეარბას A320-სა და 12 ახალი მიმართულების დამატება დაანონსა. რეგულარული რეისები 2020 წლიდან პოზნანის (პოლონეთი), ფრანფურტ ჰანის, ჰამბურგის, კარლსრუე / ბადენ ბადენის, ნიურბერგის (გერმანია), ნეაპოლის, პიზის, ვენეციის (იტალია), სტოკჰოლმის (შვედეთი), თურქუს (ფინეთი), ნიცას (საფრანგეთი) ჰერაკლიონის (კრეტა, საბერძნეთი), და მიმართულებით განხორციელდება.

2020 წლისათვის 1.4 მილიონზე მეტი ადგილი იქნება შესაძენად ხელმისაწვდომი ქუთაისიდან 19 ქვეყნის 39 მიმართულებით.

„ჩვენთვის დიდი ბედნიერებაა აღვნიშნოთ ეს ღირსშესანიშნავი თარიღი ქუთაისის აეროპორტთან ერთად. 7 წლის განმავლობაში ორ მილიონზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა ვიზეარის მომსახურებით, დაუკავშირდა საქართველოდან ევროპის სხვადასხვა ქვეყანას და პირიქით. 2020 წლიდან ჩვენ საქართველოს ბაზაზე ორ ახალ ავიახომალდს განვათავსებთ, დავამატებთან ახალ მიმართულებებს, მომხმარებელს უფრო დაბალ ფასებს შევთავაზებთ, რაც ქვეყნისთვის დამატებით შესაძლებლობებს შექმნის.

5 თანამედროვე საჰაერო ხომალდის საშუალებით, ჩვენ ვაგრძელებთ ქართველ მოსახლეობასთან მეგობრობას, ერთგული ვრჩებით ჩვენი დაპირებების, ვგეგმავთ ოპერირებას ერთდროულად დაბალ ტარიფებითა და მგზავრობის შესანიშნავი გამოცდილებით. მნიშვნელობა არ აქვს რას უკავშირდება თქვენი მოგზაურობა, ბიზნესსა თუ დასვენებას. ჩვენ ყოველთვის მოხარული ვიქნებით, ვუმასპინძლოთ ჩვენს მგზავრებს ქუთაისის აეროპორტში, შევთავაზოთ მათ მეგობრული გარემო და სერვისები დანიშნულების 39 ადგილამდე“. – აღნიშნავს ანდრაშ რადო, Wizz Air-ის კომუნიკაციების ოფიცერი.

„ჩემთვის დიდი პატივია, პირადად დავხვდე Wizz Air-ის მე-2 მილიონე მგზავრს ჩვენს ქვეყანაში, მუდმივად ვიყო ჩართული ქართულ ბაზარზე Wizz Air-ის საქმიანობაში, ვიყო მისი უდიდესი მხარდამჭერი. საქართველოში ავიაკომკომპანიების მსგავსი მასშტაბით ზრდა ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის სექტორის განვითარების, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის, ქვეყნის წინსვლისა და ეკონომიკის განთვითარების ერთგვარი გარანტიაა, კომპანია Wizz Air-ის საქმიანობა ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენი მიზანია, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ვაქციოთ რეგიონულ ჰაბად კავკასიასა და ევროპას შორის. მოხარული ვარ, რომ 7-წლიანი წარმატებული ოპერირების შემდეგ Wizz Air-ი გახდა ნომერ პირველი გადამყვანი საქართველოში, მოემსახურა ორ მილიონ მგზავრს. დღევანდელი დღე ჩვენი ერთობლივი მუშაობის წარმატებული შეჯამებაა. წლიდან წლამდე Wizz Air-თან დაკავშირებით ჩვენი გეგმები მეტად ამბიციური და თამამი ხდება. წინ წარმატებული თანამშრომლობის კიდევ მრავალი წელი გველოდება” – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, გიორგი ჩოგოვაძემ.

Wizz Air-ი განაგრძობს მასშტაბურ გაფართოებას საქართველოს საავიაციო ბაზარზე და 2019 წლის დეკემბერსა და 2020 წლის ივლისში ქუთაისის ბაზაზე კიდევ ორ Airbus A320 ტიპის თვითმფრინავს განათავსებს, რაც დამატებით 202 მილიონი დოლარის ინვესტიციას და 80 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ნიშნავს.