საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის 18%-იანი მატება დაფიქსირდა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, 2019 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს აეროპორტები, რეგულარული და არარეგულარული ავიარეისებით, სულ 2 მლნ 489 ათას 823 მგზავრს მოემსახურნენ, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2 მლნ 105 ათას 692 მგზავრს. ზრდამ 18.24%-ი შეადგინა.
2017 წლის პირველ ნახევარში საქართველოს აეროპორტებმა 1 მლნ 610 ათას 636 მგზავრი მიიღო.
შესაბამისად 2019 წლის 6 თვეში საქართველოს ექვსივე აეროპორტმა 54.59%-ით მეტი მგზავრი მიიღო, ვიდრე 2017 წლის 6 თვეში.