საქართველოს აეროპორტებმა 2024 წლის იანვარ-თებერვალში პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით მგზავრთნაკადის 46%-იანი ზრდა აჩვენეს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან AviaNews-ის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 915710 მგზავრს მოემსახურა, რაც 38%-ით მეტია 2023 წლის პირველი 2 თვის მონაცემებთან შედარებით, ხოლო 106%-ით მეტი ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს აეროპორტები პანდემიამდელ პერიოდში ანუ 2019 წლის იანვარ-თებერვალი 626 137 მგზავრს მოემსახურა, 2022 წლის იანვარ-თებერვალში 443 953 მგზავრს, 2023 წლის იანვარ-თებერვალში 665 314 მგზავრს, ხოლო 2024 წლის იანვარ-თებერვალში კი 915 710 მგზავრს.
2024 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 581868 მგზავრს მოემსახურა, რაც 29%-ით მეტია, ვიდრე 2023 წლის იანვარ-თებერვალში აეროპორტის მიერ გატარებული მგზავრების რაოდენობა. 2023 წლის იანვარ-თებერვალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 452459 მგზავრს, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში 324731 მგზავრს, ხოლო 2019 იანვარ-თებერვალში კი 490608 მგზავრს მოემსახურა. აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით კარგად ჩანს, რომ 2024 წლის პირველ 2 თვეში 2019 წლის პირველ 2 თვესთან შედარებით მგზავრთნაკადის 19%-იანი ზრდაა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 19%-იანი ზრდა.
2019 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით მგზავრთნაკადის 101%-იანი ზრდაა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2024 წლის იანვარ-თებერვალში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 60693 მგზავრი გაატარა, რაც 29%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 43%-ით მეტი 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2023 წლის პირველ 2 თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 46951 მგზავრს, 2022 წლის იანვარ-თებერვალში 42518 მგზავრს, ხოლო 2019 წლის იანვარ-თებერვალში კი 30251 მგზავრს მოემსახურა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 2024 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით მგზავრთნაკადის 161%-იანი ზრდა აჩვენა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის 68%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 263%-იანი ზრდა
2019 წლის 2 თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 103 468 მგზავრს მოემსახურა, 2022 წლის იანვარ-თებერვალში 74 595 მგზავრს, 2023 წლის 2 თვეში 161 271 მგზავრს, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში 270 446 მგზავრს.