საქართველოს აეროპორტებმა პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით მგზავრთნაკადის 68,95%-ი დაიბრუნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან AviaNews-ის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 1 716 718 მგზავრს მოემსახურა, რაც თითქმის 188,98%-ით მეტია 2021 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებთან შედარებით.

2021 წლის იანვარ-ივნისში ქვეყნის აეროპორტები სულ 594 067 მგზავრს, 2020 წლის იანვარ-ივნისში კი 722 228 მგზავრს, ხოლო 2019 წლის 6 თვეში 2 489 820 მგზავრს მოემსახურნენ. შესაბამისად 2022 წლის იანვარ-ივნისში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადის 31,05%-იანი კლება დაფიქსირდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 137.70%-იანი ზრდა, ხოლო 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 188,98%-იანი ზრდა.

საქართველოს საერთო მგზავრთნაკადზე გარკვეულწილად უკვე აისახა და სამომავლოდ უფრო მკვეთრ ასახვას ჰპოვებს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა და საომარი მოქმედებების გამო უკრაინაში შეჩერებული ფრენები. უკრაინამ სამოქალაქო თვითმფრინავებისათვის საჰაერო სივრცე 22 თებერვლიდან ჩაკეტა. უკრაინის ბაზრის დაკარგვა საქართველოს ტურისტულ ნაკადზე ზაფხულის სეზონზე უფრო მკვეთრად აისახება.

როგორც ცნობილია, მგზავრთნაკადის შემცირების დინამიკა 2020 წლის თებერვალ-მარტიდან დაიწყო, როდესაც ქვეყნებმა COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით საზღვრების ჩაკეტვა დაიწყეს, შეწყდა ავიამიმოსვლაც. ტურიზმი ფაქტობრივად გაჩერდა, რაც პირდაპირპროპორციულად აისახა საჰაერო მიმოსვლაზე. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე საქართველოს საერთაშორისო რეგულარული ფრენები 2020 წლის 21 მარტიდან შეაჩერა. რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ კი აღნიშნული რეგულაციის ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო.

2022 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 163 177 მგზავრს მოემსახურა, რაც 165,82%-ით მეტია, ვიდრე 2021 წლის ექვსი თვის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. 2021 წლის იანვარ-ივნისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 437 573 მგზავრს, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 488 645 მგზავრს, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში კი 1 870 079 მგზავრს მოემსახურა. აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით კარგად ჩანს, რომ 2022 წლის 6 თვეში 2019 წლის 6 თვესთან შედარებით მგზავრთნაკადის 37,80%-იანი კლებაა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 138,04%-იანი ზრდა, ხოლო 2021 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით კი 165,82%-იანი ზრდა. შესაბამისად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი თითქმის 62,2%-ით დაუბრუნდა მგზავრთნაკადის იმ მაჩვენებელს რაც ჰქონდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში.

მგზავრთნაკადის ზრდაა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 216 062 მგზავრი გაატარა, რაც 77,24%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 343,48%-ით მეტი 2020 წლის, ხოლო -12,66%-ით ნაკლები 2019 წლის ანალოგიური პერიოდში დაფიქსირებული მგზავრთა რაოდენობის მაჩვენებელზე.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2021 წლის 6 თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 121 901 მგზავრს, 2020 წლის იანვარ-ივნისში 48 720 მგზავრს, ხოლო 2019 წლის 6 თვეში 247 391 მგზავრს მოემსახურა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 2022 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით მგზავრთნაკადის 90,01%-ი დაიბრუნა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივნისში 2021 წლის იანვარ-ივნისთა შედარებით მგზავრთნაკადის 965,46%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 80,98%-იანი ზრდა, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 9,99%-იანი კლება. 2022 წლის იანვარ-ივნისში აეროპორტი 328 386 მგზავრს, 2021 წლის იანვარ-ივნისში 30 821 მგზავრს, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 181 453 მგზავრს, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 364 834 მგზავრს.

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი 2022 წლის 6 თვეში 2021 წლის 6 თვესთან შედარებით მგზავრთნაკადის 150,35%-იანი, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 91,65%-იანი ზრდაა. რაც შეეხება 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მგზავრთნაკადის შედარებას 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან 7,62%-იანი კლებაა.

ამბროლაურის აეროპორტში 2021 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებლებთან შედარებით 46,60%-იანი მატება, 2020 წლის 6 თვის მაჩვენებლებთან შედარებით 367,72%-იანი ზრდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში კი 47,58%-იანი ზრდა.

ხოლო ნატახტრის აეროდრომში გასული წლის 6 თვესთან შედარებით მგზავრთნაკადის 164,95%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2020 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით მგზავრთნაკადის 223,43%-იანი ზრდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან კი 45,26%-იანი ზრდა.