საქართველოს აეროპორტების გაერთიანება განაგრძობს ქართული ბრენდების მხარდაჭერას. დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ისტორიით და ესთეტიკით შთაგონებული სახლის ნივთებისა და აქსესუარების – ბლუტაბლას კუთხე გაიხსნა. კომპანიამ გაფართოება რეგიონებში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით დაიწყო, სადაც პირველი ფილიალი გახსნა.

ბლუტაბლა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში მდებარეობს. კომპანიის რიგით მეშვიდე მაღაზიაში ქართული ტრადიციული ორნამენტებით გაფორმებული სუფრების, ფარდაგების, ორიგინალური ჭურჭლის, მაჯის საათებისა და სამკაულების ყიდვაა შესაძლებელი.

ქართულ ბაზარზე ბლუტაბლამ ოპერირება რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ბრენდის პროდუქცია დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც საქართველოს მოქალაქეებში, ისე ტურისტებში. ბლუტაბლას პროდუქციის შეძენა შესაძლებელია თბილისში მდებარე მაღაზიებში, ონლაინ და ახლა უკვე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც.