საქართველოს აეროპორტებმა პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით მგზავრთნაკადის 77,41%-ი დაიბრუნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან AviaNews-ის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 2 822 687 მგზავრს მოემსახურა, რაც თითქმის 102,80%-ით მეტია 2021 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებთან შედარებით.

2021 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყნის აეროპორტები სულ1 391 827 მგზავრს, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში კი 752 138 მგზავრს, ხოლო 2019 წლის 8 თვეში 3 646 210 მგზავრს მოემსახურნენ. შესაბამისად 2022 წლის იანვარ-აგვისტოში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადის 22,59%-იანი კლება დაფიქსირდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 275,29%-იანი ზრდა, ხოლო 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 102,80%-იანი ზრდა.

საქართველოს საერთო მგზავრთნაკადზე გარკვეულწილად უკვე აისახა და სამომავლოდ უფრო მკვეთრ ასახვას ჰპოვებს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა და საომარი მოქმედებების გამო უკრაინაში შეჩერებული ფრენები. უკრაინამ სამოქალაქო თვითმფრინავებისათვის საჰაერო სივრცე 24 თებერვლიდან ჩაკეტა. უკრაინის ბაზრის დაკარგვა საქართველოს ტურისტულ ნაკადზე ზაფხულის სეზონზე უფრო მკვეთრად აისახა.

როგორც ცნობილია, მგზავრთნაკადის შემცირების დინამიკა 2020 წლის თებერვალ-მარტიდან დაიწყო, როდესაც ქვეყნებმა COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით საზღვრების ჩაკეტვა დაიწყეს, შეწყდა ავიამიმოსვლაც. ტურიზმი ფაქტობრივად გაჩერდა, რაც პირდაპირპროპორციულად აისახა საჰაერო მიმოსვლაზე. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე საქართველოს საერთაშორისო რეგულარული ფრენები 2020 წლის 21 მარტიდან შეაჩერა. რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ კი აღნიშნული რეგულაციის ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო.

2022 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 879 761 მგზავრს მოემსახურა, რაც 102,01%-ით მეტია, ვიდრე 2021 წლის 7 თვის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. 2021 წლის იანვარ-აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრს 930 507  , 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში მგზავრს 514 814, ხოლო 2019 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში კი 2 651 736  მგზავრს მოემსახურა. აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით კარგად ჩანს, რომ 2022 წლის 8 თვეში 2019 წლის 8 თვესთან შედარებით მგზავრთნაკადის 29,11%-იანი კლებაა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 265,13%-იანი ზრდა, ხოლო 2021 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით კი 102,01%-იანი ზრდა. შესაბამისად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი თითქმის 70,89%-ით დაუბრუნდა მგზავრთნაკადის იმ მაჩვენებელს რაც ჰქონდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში.

მგზავრთნაკადის 93,79%-იანი აღდგენაა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 416 657 მგზავრი გაატარა, რაც 25,01%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 723,24%-ით მეტი 2020 წლის, ხოლო 6,21%-ით ნაკლები 2019 წლის ანალოგიური პერიოდში დაფიქსირებული მგზავრთა რაოდენობის მაჩვენებელზე. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2021 წლის 8 თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 333 298 მგზავრს, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში 50 612 მგზავრს, ხოლო 2019 წლის 8 თვეში 444 252 მგზავრს მოემსახურა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 2022 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით მგზავრთნაკადის 94,56%-ი დაიბრუნა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში 2021 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით მგზავრთნაკადის 324,46%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 179,44%-იანი ზრდა, ხოლო 2019 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით 5,44%-იანი კლება. 2022 წლის იანვარ-აგვისტოში აეროპორტი 508 557 მგზავრს, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში 119 812 მგზავრს, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში181 994 მგზავრს, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 537 826 მგზავრს.

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი 2022 წლის 8 თვეში 2021 წლის 8 თვესთან შედარებით მგზავრთნაკადის 95,46%-იანი, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 177,79% -იანი ზრდაა. რაც შეეხება 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მგზავრთნაკადის შედარებას 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან 4,45%-იანი ზრდაა.

ამბროლაურის აეროპორტში 2021 წლის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებლებთან შედარებით 50,75%-იანი მატება, 2020 წლის 8 თვის მაჩვენებლებთან შედარებით164,47%-იანი ზრდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში კი 45,77%-იანი ზრდა.

ხოლო ნატახტრის აეროდრომში გასული წლის 8 თვესთან შედარებით მგზავრთნაკადის 149,09%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2020 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით მგზავრთნაკადის 413,82%-იანი ზრდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან კი 78,79%-იანი ზრდა.