რუსული მოიერიშე Su-25 ყირიმში აფრენის შემდეგ ჩამოვარდა და აფეთქდა. როგორც სხვადასხვა მედიასაშუალება იტყობინება, ბორტზე მყოფი ორი პილოტი დაღუპულია.
თვითმხილველების ცნობით, მოიერიშემ კატასტროფა აფრენიდან რამდენიმე წამში, სოფელ ვორონცოვკასთან ახლოს განიცადა და ჩამოვარდნისთანავე აალდა.

სხვადასხვა წყაროებით ასევე ვრცელდება ცნობა, რომ მოიერიშე სინამდვილეში იყო Su-34, მისი ჩამოვარდნა კი არა შემთხვევითობა, არამედ რუსეთის საჰაერო თავდაცვის გადაწყვეტილება იყო.