საქართველოს აეროპორტებმა 2023 წლის იანვარში პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით მგზავრთნაკადის 9,43%-იანი ზრდა აჩვენეს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან AviaNews-ის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 343 906 მგზავრს მოემსახურა, რაც 49,97%-ით მეტია 2022 წლის იანვრის მონაცემებთან შედარებით.
2022 წლის იანვარში ქვეყნის აეროპორტები სულ 229311 მგზავრს, 2021 წლის იანვარში 16904 მგზავრს, 2020 წლის იანვარში 314672 მგზავრს, ხოლო 2019 წლის იანვარში კი 314 267 მგზავრს მოემსახურნენ.

შესაბამისად 2023 წლის იანვრის მაჩვენებლებით 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადის 9,43%-იანი ზრდა, 2020 წლის იანვართან შედარებით 9,29%-იანი ზრდა, 2021 წლის იანვართან შედარებით 1934,47%-იანი ზრდა, ხოლო 2022 წლის იანვართან შედარებით 49,97%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

საქართველოს საერთო მგზავრთნაკადზე გარკვეულწილად აისახა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა და საომარი მოქმედებების გამო უკრაინაში შეჩერებული ფრენები. უკრაინამ სამოქალაქო თვითმფრინავებისათვის საჰაერო სივრცე 2022 წლის 24 თებერვლიდან ჩაკეტა.

როგორც ცნობილია, მგზავრთნაკადის შემცირების დინამიკა 2020 წლის თებერვალ-მარტიდან დაიწყო, როდესაც ქვეყნებმა COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით საზღვრების ჩაკეტვა დაიწყეს, შეწყდა ავიამიმოსვლაც. ტურიზმი ფაქტობრივად გაჩერდა, რაც პირდაპირპროპორციულად აისახა საჰაერო მიმოსვლაზე. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე საქართველოს საერთაშორისო რეგულარული ფრენები 2020 წლის 21 მარტიდან შეაჩერა. რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ კი აღნიშნული რეგულაციის ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო.

2023 წლის იანვრის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 230 653 მგზავრს მოემსახურა, რაც 38,26%-ით მეტია, ვიდრე 2022 წლის იანვარში აეროპორტის მიერ გატარებული მგზავრების რაოდენობა. 2022 წლის იანვარში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 166 826 მგზავრს, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში 16 459 მგზავრს, 2020 წლის იანვარში 211 590 მგზავრს, ხოლო 2019 იანვარში კი 252 176 მგზავრს მოემსახურა. აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით კარგად ჩანს, რომ 2023 წლის პირველ თვეში 2019 წლის პირველ თვესთან შედარებით მგზავრთნაკადის 8,53%-იანი კლებაა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 9,01%-იანი ზრდა, 2021 წლის იანვართან შედარებით კი 1301,38%-იანი ზრდა, ხოლო 2022 წლის იანვართან შედარებით კი 38,26%-იანი ზრდა.

შესაბამისად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 91,47%-ით დაუბრუნდა მგზავრთნაკადის ის მაჩვენებელი რაც 2019 წლის იანვარში ჰქონდა.

2019 წლის იანვართან შედარებით მგზავრთნაკადის 55,96%-იანი ზრდაა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2023 წლის იანვარში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 24 912 მგზავრი გაატარა, რაც 9,29%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18916,79%-ით მეტი 2021 წლის, ხოლო 13,24%-ით მეტი 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2022 წლის პირველ თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 22794 მგზავრს, 2021 წლის იანვარში 131 მგზავრს, 2020 წლის იანვარში 21999 მგზავრს ხოლო 2019 წლის იანვარში კი 15 973 მგზავრს მოემსახურა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 2023 წლის იანვრის მონაცემებით პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით მგზავრთნაკადის 52,98%-იანი ზრდა აჩვენა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2023 წლის იანვარში 2022 წლის იანვართან შედარებით მგზავრთნაკადის 118,98%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 27218,85%-იანი ზრდა, ხოლო 2020 წელთან შედარებით 7,33%-იანი ზრდა. 2023 წლის იანვარში აეროპორტი 85 508 მგზავრს, 2022 წლის იანვარში 39 049 მგზავრს, 2021 წლის იანვარში 313 მგზავრს, 2020 წლის იანვარში 79672 მგზავრს, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში  55 895 მგზავრს.

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტმა 2023 წლის იანვარში 2022 წლის იანვართან შედარებით 81,02%-ით მეტი მგზავრი მიიღო, ამბროლაურის აეროპორტმა კი 2023 წლის იანვარში 2022 წლის იანვართან შედარებით 28%-ით ნაკლები მგზავრი.
ხოლო ნატახტრის აეროდრომი 2023 წლის იანვარში 2022 წლის იანვართან შედარებით 433,12%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა.