შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ (UAG) დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ/დასაფრენი ზოლის შეკეთებაზე ტენდერი გამოაცხადა, რომლის ბიუჯეტიც 177 415 ლარია.
მასში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა შესაბამისი წინადადებები ოფიციალურად 1 ნოემბრის 12:30 საათამდე უნდა დააფიქსირონ.
სამუშაოები უნდა განხორციელდეს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.
ტენდერში მონაწილეობისთვის პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შემდეგი სახის გამოცდილება:
2014 წლიდან 2023 წლის მიმდინარე პერიოდის განმავლობაში ექსპლუატირებადი აეროპორტის ასაფრენ/დასაფრენი ზოლის სარემონტო ან საერთაშორისო გზის სამშენებლო სამუშაოების ჩატარების გამოცდილება.
სამუშაოზე დასაქმებულ პროექტ მენეჯერს და ინჟინრებს უნდა გააჩნდეთ ექსპლუატირებულ აეროპორტებში სააეროდრომო ინფრასტრუქტურის (სამიმოსვლო ბილიკები ან ასაფრენ-დასაფრენი ზოლი ან თვითმფრინავების სადგომი ბაქანი) მშენებლობის გამოცდილება, რის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა ატვირთოს წერილობითი დადასტურებული ინფორმაცია.