სპარსეთის ყურის ავიაკომპანია გეგმავს შეცვალოს ბორტზე ინტერნეტის სერვისის მიმწოდებელი პროვაიდერი. Qatar Airways-მა განაცხადა, რომ ის გახდება ყველაზე დიდი ავიაკომპანია Starlink WiFi-ის დანერგვის მიზნით.

ილონ მასკის კომპანია SpaceX-ი Qatar Airways-ის თვითმფრინავზე წამში 350 მეგაბიტამდე ინტერნეტის სიჩქარეს უზრუნველყოფს. ავიაკომპანია გეგმავს უფასო ინტერნეტით წვდომას ფრენებზე, მაგრამ ამ დროისთვის ფოკუსირებული იქნება ინდუსტრიის „სტანდარტზე“ – უფასო მყისიერ მესინჯერებზე, როგორიცაა Whatsapp ან iMessage.

Qatar Airways-ის თვითმფრინავები ამჟამად აღჭურვილია Inmarsat-ის Wi-Fi-ით. დღეს Qatar Airways-ისბორტზე ინტერნეტზე წვდომა 10 დოლარი ღირს და არ აქვს მონაცემთა ლიმიტი.

გასულ წელს ილონ მასკმა გამოაცხადა SpaceX-ის ახალი პროექტი – Starlink Aviation, რომელიც უზრუნველყოფს ინტერნეტის წვდომას ფრენების დროს. JSX, Hawaiian Airlines, airBaltic და ZIPAIR ამჟამად ახორციელებენ ან გეგმავენ ინტერნეტთან წვდომის განხორციელებას Starlink-ისგამოყენებით. Qatar Airways იქნება ყველაზე დიდი ავიაკომპანია, რომელმაც Starlink-თან კონტრაქტი  გააფორმა.