საქართველოს აეროპორტების გაერთიანება (UAG) საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ყოველწლიურ კონკურსის (BARTA) ერთ-ერთი გამარჯვებულია. კომპანიას BARTA 2023-ის მეხუთე საიუბილეო კონკურსზე ყველაზე მეტად გაუმჯობესებული ანგარიშის ჯილდო მიენიჭა.
ყოველწლიური ღონისძიების მხარდამჭერია მსოფლიო ბანკი, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური და ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდი. BARTA 2023-ის კონკურსში აეროპორტების გაერთიანება მონაწილეობას კატეგორიაში მცირე და საშუალო კომპანიები იღებდა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის გაცნხადებით, კონკურსში მონაწილეობის მიზანი ქართული კომპანიების ანგარიშგების და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებაა.
,,მოხარულები ვართ, რომ 2023 წელი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის ფინანსური გამჭვირვალობის კუთხითაც წარმატებული იყო. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგებები აუდირებულია საერთაშორისო აუდიტორის მიერ, და მასზედ გაცემულია არამოდიფიცირებული აუდიტის დასკვნა. წლიური აუდირებული ანგარიშგებების წარდგენას ვახორციელებთ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში (SARAS) საზოგადოებრივი დაინტერესების პირის სტატუსის კომპანიებისთვის კანონით დადგენილ ვადებში. ჩვენთვის, მნიშნველოვანია კორპორაციული ანგარიშგების სტანდარტის ამაღლება, შესაბამისად ამ მიმართულებით აღიარებას დიდი როლი ენიჭება.-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს კონკურსი BARTA 2019 წელს ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა. მას შემდეგ რაც ევროკავშირმა კორპორაციული ფინანსური ანგარიშგებების ფუნდამენტური გადახედვის ინიციატივა წამოაყენა. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კომპანიები წლიური ანგარიშის ფარგლებში მმართველობითი, კორპორაციული მართვის და არასაფინანსო ანგარიშგებებს წარადგენენ.
მთავარი აეროპორტები საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის BARTA 2023-ის გამარჯვებულთა შორისაა