სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ი 2023 წლის ტურისტული მაჩვენებლებით კმაყოფილია. როგორც Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თათია ჩიკვაიძე განმარტავს, სასტუმროს მაგალითზე 2023 წელი საკმაოდ წარმატებული იყო.

„სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-სთვის 2023 წელი საკმაოდ წარმატებული იყო, განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარი. საკმაოდ დატვირთული ზაფხული იყო, როგორც ტურისტული მიზნებისთვის ისე საქმიანი სეგმენტისთვის. უმეტესად საქმიანი სეგმენტიდან ჩვენთან შემოდიოდნენ გალფის ქვეყნებიდან, ფილიპინებიდან, პორტუგალიიდან, თურქეთი და სხვა ქვეყნებიდან.

ტურისტებს რაც შეეხება, ტურისტები სასტუმროში ძირითადად გვყავდა გალფის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან, ინდოეთიდან და კიდევ რამდენიმე ევროპის ქვეყნებიდან“, – განმარტავს თათია ჩიკვაიძე.

რაც შეეხება 2024 წლის პრიორიტეტებს, Pullman Tbilisi Axis Towers-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია მეტი ევროპელი ტურისტის მოზიდვა და მათი დარწმუნება იმაში, რომ საქართველოში დასვენება და ცხოვრება არის უსაფრთხო.

„2024 წელს ჩვენი მხრიდან ვისურვებდით უფრო მეტი ევროპული ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებს და მათთვის წარმოდგენის შექმნას, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა. მნიშვნელოვანია, უსაფრთხოებაზე აქცენტირებით კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს მესიჯების გატანა“, – აღნიშნა თათია ჩიკვაიძემ.