აეროპორტი „სტამბოლი“, რომელმაც ფუნქციონირება 2019 წელს დაიწყო, 2023 წელს 76 მილიონ ადამიანს მოემსახურა. ამ მაჩვენებლებით „სტამბოლი“ ევროპაში ლონდონის ჰითროუს შემდეგ (79,2 მილიონი მგზავრი წელიწადში) მეორე ადგილზეა.

სტამბოლი კონტინენტის ყველაზე დატვირთული აეროპორტი იყო 2022 წელს.

2024 წელს თურქეთის უდიდესი აეროპორტი გეგმავს 656,5 მილიონი ევროს ინვესტირებას განვითარებაში, მათ შორის საუბარია „ევროპის პირველი სამმაგი პარალელური ასაფრენი ბილიკის“ მშენებლობაზე, განაცხადა აეროპორტის გენერალურმა დირექტორმა სელაჰათინ ბილგენმა.

„მას შემდეგ, რაც 2019 წელს დავიწყეთ ოპერირება, ჩვენ გავზარდეთ ფრენების რაოდენობა 329,876-დან 505,968-მდე 2023 წლის ბოლოსთვის და ასევე გავზარდეთ მგზავრთა ტრაფიკი 53 მილიონიდან 76 მილიონამდე“, – დასძინა მან.

ჰაბის მიზანი წელს არის 85 მილიონი მგზავრი, რაც 13%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებლებთან შედარებით. აქ კი ამის მიღწევა სურთ ფრენების საერთო რაოდენობის 532 ათასამდე გაზრდით.

სტამბოლი, რომელიც ასევე კონკურენციას უწევს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ცენტრებს გრძელვადიანი სერვისებისთვის, იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე მოიზიდავს კიდევ 11 ახალ ავიაკომპანიას.

რაც შეეხება მდგრად განვითარებას, ისინი აპირებენ მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში შეამცირონ CO2-ის ემისიები 45%-ით  და მიაღწიონ ნულოვან ემისიებს 2050 წლისთვის.