“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ავიაკომპანია Wizz Air-ის კუთვნილი თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტიდან დორტმუნდის მიმართულებით 12:00 საათზე გაფრინდება. მგზავრებს ამის შესახებ აეროპორტის ხელმძღვანელობამ უკვე აცნობა.
როგორც აეროპორტში ავიაკომპანია Wizz Air-ზე დაყრდნობით აცხადებენ, თვითმფრინავის აფრენამდე დაფიქსირდა პროგრამული ხარვეზი, რის შემდეგაც ხომალდის კაპიტნის გადაწყვეტილებით, თვითმფრინავი სადგომზე დაბრუნდა. ავიაკომპანიის ინჟინრების შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ამ დროისთვის თვითმფრინავი მწყობრშია და რეისს ჩვეულ რეჟიმში განახორციელებს.
რაც შეეხება თვითმფრინავის უკანა ნაწილში გაჩენილ კვამლს, წინასწარი ინფორმაციით ის ძლიერმა დამუხრუჭებამ გამოიწვია.
„თვითმფრინავი იმყოფებოდა ასაფრენ რეჟიმში, სიჩქარე საჰაერო ხომალდს უკვე აკრეფილი ჰქონდა. რა დროსაც, სიჩქარის ერთ-ერთმა მაჩვენებელმა, მოგეხსენებათ თვითმფრინავს სიჩქარის რამდენიმე მაჩვენებელი გააჩნია, არასწორი მონაცემები დააფიქსირა. ეკიპაჟმა იმ წუთსშივე მიიღო ფრენის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება და მკვეთრად დაამუხრუჭა. დამუხრუჭებამ გამოიწვია კვამლი. ეს ინფორმაცია შემოწმების შედეგად Wizz Air-ის ინჟინრებმა მოგვაწოდეს,-‘’განაცხადა ქუთაისის აეროპორტის მენეჯერმა ედუარდ მნაცაკანიანმა.
რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილ სხვა რეისებს, ინფორმაციას მომდევნო რეისების შესრულებასთან დაკავშირებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი Wizz Air-ის სათაო ოფისიდან ელოდება და მიღებისთანავე გაავრცელებს.
მთავარი ავიაკომპანიები „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” – რეისი ქუთაისი-დორტმუნდი 12:00 საათზე შესრულდება