მთავარი ავიაკომპანიები Wizz Air-ის თვითმფრინავს ისევ პრობლემა შეექმნა

Wizz Air-ის თვითმფრინავს ისევ პრობლემა შეექმნა

204

Wizz Air-ის თვითმფრინავს ისევ პრობლემა შეექმნა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, დორტმუნდის მიმართულებით მოძრავი Wizz Air-ის  თვითმფრინავი, აფრენიდან რამდენიმე წუთში,  ავარიულად დაეშვა.

მგზავრების ნაწილი აცხადებენ, რომ ავარიულად დაშვების მიზეზი მუხრუჭების გაუმართაობა გახდა, ნაწილის ინფორმაციით კი თვითმფრინავს სიჩქარის მაჩვენებელთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნა.

ამჟამად  საჰაერო ხომალდის ტექნიკური შემოწმება მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისი-დორტმუნდის ავიარეისი დღეს, 12:00 საათზე შესრულდება.