22 – 26 ივნისს, საქართველოში მდგრადი ენერგეტიკის კვირეული ტარდება, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაც უერთდება.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მზის ენერგიით გამომუშავებულ ელექტროენერგიას რამდენიმე წელია, მოიხმარს. აეროპორტის ტერიტორიაზე განთავსებული სისტემის წლიური გამომუშავებული ენერგია – 337 000 კვტ/სთ-ია.
აღნიშნული ღონისძიებით ქვეყანა უერთდება ევროკავშირის ანალოგიურ კვირეულს, რომელიც 2006 წლიდან ტარდება და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს გამოცდილების გაცვლას და ახალი იდეების წახალისებას სათბური აირების გაფრქვევის, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის საკითხებთან დაკავშირებით.