ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ COVID 19-ის შესახებ ევროპის საავიაციო ინდუსტრიის ქარტიას შეუერთდა. ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ქარტიის ხელმომწერები ევროპის წამყვანი აეროპორტები და ავიაკომპანიები არიან. ქარტიის მიზანია შეიქმნას სპეციალური რეგულაციები, რომელიც COVID 19 პანდემიის პირობებში ევროპაში სატრანსპორტო სფეროს უსაფრთხოდ და თანმიმდევრულად აღდგენას გულისხმობს.
ქარტიის ფარგლებში ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) საავიაციო სექტორისთვის დამატებითი ოპერატიული სახელმძღვანელო გამოსცა. COVID 19-ის საავიაციო ჯანმრთელობის უსაფრთხოების პროტოკოლში აისახა ის რეკომენდაციები და გაიდლაინები, რომელიც აეროპორტებმა, ავიაკომპანიებმა და ეროვნულმა საავიაციო ხელისუფლებებმა მგზავრების, ეკიპაჟისა და თანამშრომლების უსაფრთხო ოპერირებისთვის უნდა გაითვალისწინონ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და მესტიისა და ამბროლაურის ადგილობრივ აეროპორტებში მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის ეროვნული რეგულაციებით და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ გაცემული გაიდლაინები და რეკომენდაციების შესრულება სრულად უზრუნველყო. რა წესები უნდა დაიცვან აეროპორტის თანამშრომლებმა კორონავირუსის დროს მგზავრთა მომსახურებისას – აეროპორტების თანამშრომლებს ამის შესახებ სპეციალური ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ.
ქარტიის ხელმომწერი აეროპორტები და ავიაკომპანიები ვალდებულებას იღებენ დაიცვან COVID 19-ის პირობებში ფრენების უსაფრთხოება, ასევე უკუკავშირი მოახდინონ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსთან (EASA).
მთავარი აეროპორტები საქართველოს აეროპორტების გაერთიანება COVID 19-ის შესახებ საავიაციო ინდუსტრიის ქარტიას შეუერთდა