უკრაინულმა ავიაკომპანია SkyUp Airlines-მა ცხოველთა სატვირთო გადაზიდვების დაწყების შესახებ განაცხადა. ავიაკომპანია აღნიშნული ტიპის გადაზიდვებს IATA LAR-ის (Live Animals Regulation) წესების სრული დაცვით ახორციელებს. 

“პირველად,  კიევიდან ერევანის მიმართულებით შინშილების ჯგუფი უკვე გაიგზავნა “, – განმარტავენ ავიაკომპანიაში. 

კომპანიაში განმარტავენ, რომ SkyUp Airlines-ს ჰყავს სპეციალისტები, რომლებმაც გაიარეს საჭირო ტრენინგი და აქვთ შესაბამისი სერთიფიკატები ამ ტიპის საქმიანობისთვის.

ცნობისათვის, 2020 წლის სექტემბერში კომპანიამ 12,7 ტონა ტვირთი გადაზიდა.