საქართველოს აეროპორტებმა 2023 წლის იანვარ-თებერვალში პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით მგზავრთნაკადის 6%-იანი ზრდა აჩვენეს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან AviaNews-ის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში მგზავრს 665314 მოემსახურა, რაც 33%-ით მეტია 2022 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებთან შედარებით.
2022 წლის ორ თვეში ქვეყნის აეროპორტები სულ 443953 მგზავრს, 2021 წლის იანვარ-თებერვალში 42956 მგზავრს, 2020 წლის იანვარ-თებერვალში 596801 მგზავრს, ხოლო 2019 წლის იანვარ-თებერვალში კი 626137 მგზავრს მოემსახურნენ.
შესაბამისად 2023 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებლებით 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადის 6,26%-იანი ზრდა, 2020 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით 11,48%-იანი ზრდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან 1448,83%%-იანი ზრდა, ხოლო 2022 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით 33,27%%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
საქართველოს საერთო მგზავრთნაკადზე გარკვეულწილად აისახა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა და საომარი მოქმედებების გამო უკრაინაში შეჩერებული ფრენები. უკრაინამ სამოქალაქო თვითმფრინავებისათვის საჰაერო სივრცე 2022 წლის 24 თებერვლიდან ჩაკეტა.
როგორც ცნობილია, მგზავრთნაკადის შემცირების დინამიკა 2020 წლის თებერვალ-მარტიდან დაიწყო, როდესაც ქვეყნებმა COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით საზღვრების ჩაკეტვა დაიწყეს, შეწყდა ავიამიმოსვლაც. ტურიზმი ფაქტობრივად გაჩერდა, რაც პირდაპირპროპორციულად აისახა საჰაერო მიმოსვლაზე. შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე საქართველოს საერთაშორისო რეგულარული ფრენები 2020 წლის 21 მარტიდან შეაჩერა. რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ კი აღნიშნული რეგულაციის ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო.
2023 წლის ორი თვის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 452459 მგზავრს მოემსახურა, რაც 28,23%-ით მეტია, ვიდრე 2022 წლის იანვარ-თებერვალში აეროპორტის მიერ გატარებული მგზავრების რაოდენობა. 2022 წლის იანვარ-თებერვალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 324731 მგზავრს, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში 42018 მგზავრს, 2020 წლის იანვარ-თებერვალში 399565 მგზავრს, ხოლო 2019 წლის პირველ ორ თვეში 490608 მგზავრს მოემსახურა. აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით კარგად ჩანს, რომ 2023 წლის ორ თვეში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის 7,78%-იანი კლებაა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 13,24%-იანი ზრდა, 2021 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით კი 976,82%-იანი ზრდა, ხოლო 2022 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით კი 28,23%-იანი ზრდა.
შესაბამისად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 92,22%-ით დაუბრუნდა მგზავრთნაკადის ის მაჩვენებელი რაც 2019 წლის იანვარ-თებერვალში ჰქონდა.
2019 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით მგზავრთნაკადის 55,20%-იანი ზრდაა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2023 წლის ორ თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 46951 მგზავრი გაატარა, რაც 10,43%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12487,40%-ით მეტი 2021 წლის, ხოლო 16,65%-ით მეტი 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2022 წლის პირველ ორ თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 42518 მგზავრს, 2021 წლის იანვარ-თებერვალში 373 მგზავრს, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 40249 მგზავრს ხოლო 2019 წლის იანვარ-თებერვალში კი 30251 მგზავრს მოემსახურა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 2023 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით მგზავრთნაკადის 55,87%-იანი ზრდა აჩვენა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის 116,20%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 49218,35%-იანი ზრდა, ხოლო 2020 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით 4,53%-იანი ზრდა. 2023 წლის იანვარ-თებერვალში აეროპორტი 161271 მგზავრს, 2022 წლის ორ თვეში 74595 მგზავრს, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში 327 მგზავრს, 2020 წლის ორ თვეში 154281 მგზავრს, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში 103468 მგზავრს.
რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტმა 2023 წლის იანვარ-თებერვალში 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 91,83%-ით მეტი მგზავრი მიიღო, ამბროლაურის აეროპორტმა კი 2023 წლის იანვარ-თებერვალში 2022 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით 31,71%-ით ნაკლები მგზავრი.
ხოლო ნატახტრის აეროდრომი 2023 წლის იანვარ-თებერვალში 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 175,60%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა.