ამერიკულმა საავიაციო კონცერნმა Boeing Co-მ მიაღწია შეთანხმებას 78 ერთეული Dreamliners-ის მიწოდებაზე საუდის არაბეთის ორ ავიაკომპანიისთვის, ესენია Saudi Arabian Airlines-ი (Saudia) და Riyadh Air-ისთვის, რომლის შექმნაც რამდენიმე დღის წინ დაანონსა.

Saudia-მ შეუკვეთა 39 თვითმფრინავი კიდევ 10-ის შეკვეთის ოფციით, Riyadh Air-მა ასევე შეუკვეთა 39 თვითმფრინავი, რაც მოიცავს კიდევ 33 თვითმფრინავის მიღების შესაძლებლობას, წერს CNBC.

თვითმფრინავების საერთო კატალოგის ღირებულება თითქმის 37 მილიარდი დოლარია, მაგრამ ავიაკომპანიები ჩვეულებრივ იღებენ მნიშვნელოვან ფასდაკლებას განსაკუთრებით დიდი შეკვეთებისთვის.

Boeing-მა ასევე განაცხადა, რომ თვითმფრინავების მიწოდებამ თებერვალში 28 ერთეული შეადგინა, მათ შორის 24 ერთეული 737 Max-ი იყო.

წლის დასაწყისიდან კომპანიის კაპიტალიზაცია 11%-ით გაიზარდა და $121,7 მილიარდი შეადგინა.