2019 წელს პირველად, საქართველოს ისტორიაში 9 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია. 27 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში უკვე დაფიქსირდა 9.3 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა საზოგადოებას 2019 წლის ანგარიშს წარუდგინა. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, სხვადასხვა სამთავრობო უწყებების, კერძო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის, დონორი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, მაჩვენებლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,1%-ით არის გაზრდილი.
რეკორდულია მაჩვენებელი ტურისტულ ვიზიტებშიც. 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით საქართველოში 5 მილიონი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.8%-ია.
საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების ტოპ-15
ქვეყანა | 2019* | ცვლილება % 2018-2019 |
აზერბაიჯანი | 1,509,662 | 7.1% |
რუსეთი | 1,463,040 | 4.7% |
სომხეთი | 1,349,279 | 7.5% |
თურქეთი | 1,146,883 | 5.3% |
უკრაინა | 206,594 | 17.3% |
ისრაელი | 203,299 | 30.1% |
ირანი | 140,496 | -51.5% |
ყაზახეთი | 102,803 | 75.3% |
გერმანია | 88,791 | 38.2% |
პოლონეთი | 87,902 | 31.7% |
საუდის არაბეთი | 75,042 | 45.1% |
ბელარუსი | 65,993 | 9.9% |
ინდოეთი | 53,610 | 7.2% |
ჩინეთი | 47,537 | 50.5% |
ა.შ.შ. | 46,267 | 11.2% |
2019 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 482,418 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2018 წელთან შედარებით +25.7%-ია.
განსაკუთრებული ზრდით გამოირჩეოდა: პოლონეთი +31.7% იტალია +22.4% გერმანია +38.2% საფრანგეთი +28.3% გაერთიანებული სამეფო +27.4%